logo
ENG



ანდრეა პირლო "იუვენტუსში" ბრუნდება

17 ივლ 202011:26
3 წუთის საკითხავი
 
um9em02tjcfbhe7.jpg

ანდრეა პირლო იუვენტუსში ბრუნდება, პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილია. ვეტერანი ფეხბურთელი სამწვრთნელო კარიერას დაიწყებს და ტურინელთა 23-წლამდე გუნდს ჩაიბარებს. 41 წლის პირლო „ბებერი ქალბატონის" მეორე გუნდს 2020/21 წლების სეზონიდან გაწვრთნის და მისი ასისტენტი, კიდევ ერთი ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი რობერტო ბარონიო იქნება. იუვენტუსის პრეზიდენტ ანდრეა ანიელის პირლოსთან დაკავშირებით შორსმიმავალი გეგმები აქვს, რაც რა თქმა უნდა, მხოლოდ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელობით არ შემოიფარგლება. ანდრეამ სამწვრთნელო კარიერაში გამოცდილება უნდა მიიღოს და ანიელი იმედოვნებს, რომ რამდენიმე წელიწადში მისგან ახალ პეპ გვარდიოლას ან ზინედინ ზიდანს მიიღებს.


close დახურვა